ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგიას“ ევროპა ლიგის პლეიოფში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა.
ქართველის კლუბმა, ვარშავის „ლეგიამ“ ევროპის ლიგის საშინაო შეხვედრა ბერძნულ „ატრომიტოსთან“ შინ 0:0 დაასრულა და განმეორებით შეხვედრაში თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო.
პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ, ზბიგნევ ბონეკმა ამ მატჩის შემდეგ გამოთქვა იმედი, რომ „ლეგიასთვის“ გასვლით შეხვედრაში წარმატების მოტანა გვილიას და კიდევ ორიოდე მოთამაშეს შეუძლია.
ქართველმა ნახევარმცველმა ბონეკის იმედები გაამართლა და ათენში გამართული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. პოლონელები უკეთ გამოიყურებოდნენ და 0:2 მოიგეს. ვაკო გვილია „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი შეუცვლელად ჩაატარა და 29-ე წუთზე იმ კომბინაციაში მონაწილეობდა, რომელიც გოლით დასრულდა. 51-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ფლანგური გადაცემა თავად დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „ლეგიამ“ 2:0 მოიგო და ევროპის ლიგის პლეიოფშია.