ვაკო გვილია ხორვატიასთან შეხვედრაზე - ბელარუსთან გამოსაყენებელი სქემა უნდა გამოვცადოთ
ვაკო გვილია ხორვატიასთან შეხვედრაზე - ბელარუსთან გამოსაყენებელი სქემა უნდა გამოვცადოთ
ვაკო გვლია საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად ემზადება, რომელიც ქალაქ პულაში, 19 ნოემბერს, ხორვატიასთან ამხანაგური მატჩს გამართავს.
 
„ჯვაროსნებისა“ და ვარშავის „ლეგიის“ ნახევარმცველმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.
„ხორვატები მსოფლიო ვიცე-ჩემპიონები არიან, ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ და ამას გარდა, ახლა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით წინ კარგი თამაში გველოდება“, – ამბობს ვაკო გვილია.
25 წლის ნახევარმცველმა ევრო2020-ის დასრულებული ციკლი შეაფასა: „შესარჩევ ციკლში შეიძლებოდა უკეთ გამოვსულიყავით, ამის შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ ზოგ თამაშში ნაწილობრივ არ გაგვიმართლა“.
გვილიას თქმით, ხორვატიასთან თამაში ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის უნდა გამოვიყენოთ: „ახლა მთავარია, ერთა ლიგის პლეიოფს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. რა თქმა უნდა, ხორვატიასთან შეხვედრა იქნება მოსამზადებელი მარტისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ მატჩს გავმართავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ყველა ის მონახაზი გამოვცადოთ, რომელიც შესაძლოა ბელარუსთან გამოვიყენოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ“.