ვაკო გვილია ფორმას იბრუნებს - გოლი და საგოლე გადაცემა პოლონეთის თასზე
ვაკო გვილია ფორმას იბრუნებს - გოლი და საგოლე გადაცემა პოლონეთის თასზე

ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგიაში“ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა პოლონეთის თასზე „ლეჩნას“ გაუტანა და გუნდის მეოთხედფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა.

პოლონეთის თასის მერვედფინალში ვაკო გვილიას გუნდი „ლეჩნას“ გურნიკში ესტუმრა და შანსი არ დაუტოვა – 0:2. ანგარიში მე-40 წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა – თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოარტყა, მაგრამ დამატებაზე მიზანს მაინც მიაღწია. მეორე გოლი კი მისი გადაცემით 48-ე წუთზე ხოსე კანტე მარტინესმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პოლონური არმიის გუნდის ძირითად შემადგენლობას საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ახლა ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ეტყობა, დროებით სათადარიგოთა სკამზე ჯდომამ მასზე კარგად იმოქმედა – ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ვაკო გვილია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.