„ეს გოლი და მატჩი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“, – ეს ვაკო გვილიამ ევროპის ლიგაზე საბერძენეთის „ატრომიტოსისა“ და პოლონური „ლეგიას“ მატჩის შემდეგ განაცხადა.
ვარშავული გუნდის წინსვლაში ვაკო გვილიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა – პოლონელებმა ბერძნულ „ატრომიტოსთან“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შინ 0:0 დაასრულეს, მაგრამ ათენში 0:2 მოიგეს და ევროპა ლიგის პლეიოფში შოტლანდიურ გლაზგოს „რეინჯერსს“ დაუპირისპირდებიან.
ვარშაველთა შემადგენლობაში ვაკო გვილია ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა პირველი საგოლე შეტევა განავითარა, 51-ე წუთზე კი ბერძნული კლუბის კარი თავადაც აიღო და „ლეგია“ ევროპის ლიგის პლეიოფში გაიყვანა.
„როდესაც გაიტან, თავს საოცრად გრძნობ, მაგრამ ყველაზე მთავარი გუნდის წარმატებაა. ამიტომ, ყველაზე მეტად გამარჯვება მახარებს. მეტოქეს პირველ მატჩშიც ვჯობდით და დღესაც ასე გახლდათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს წინსვლა დავიმსახურეთ“, – აცხადებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი.