ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად სტადიონების განახლება ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტლის მესამე კორპუსის მიმდებარედ და წყნეთში, ამილახვრის N21-ში დაიწყო.
დემონტაჟის შემდეგ მოედნებზე დამონტაჟდება კონსტრუქციები, გაიჭიმება ახალი ბადეები და დაიგება საფარი.
ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში კეთილმოეწყობა საკალათბურთო მოედანი, სადაც მაყურებელთა ტრიბუნებიც განახლდება, წყნეთში კი კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდება.
ამ ეტაპზე სულ ოთხი მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ორ მისამართზე ახალი სტადიონები მოეწყობა, ორ ადგილზე კი, არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინტერტექნოლოგი“ ასრულებს.