ვაკის რაიონში, მხატვრების ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება

07:17, 07.05.2019

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, მხატვრების ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:30 საათიდან 18:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში მხატვრების ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი