ვაკის პარკთან მიმდინარე აქციებზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს
ვაკის პარკთან მიმდინარე აქციებზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

ვაკის პარკთან მიმდინარე ე.წ. უკვადავი პოლკის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაკავებულია აქციის მონაწილე, რომელსაც საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშა ჰქონდა გაშლილი.

სამართალდამცველებმა მას აუხსნეს, რომ საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალული იყო, თუმცა მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა. თემურ ფიფია ამბობდა, რომ ეს არ არის საბჭოთა სიმბოლიკა, ის არის გამარჯვების სიმბოლო.

გარდა ამისა, მანამდე ე.წ. უკვდავი პოლკის კონტრაქციის ერთი მონაწილეც დააკავეს, რომელიც აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა რუსეთის გინების გამო დააკავეს.