ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს
ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს

თბილისში, ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს.

მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოფენაზე სხვადასხვა რეგიონის უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტია წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე ნაწარმი 20-მდე მეფუტკრე ფერმერმა წარადგინა.

„დღეს წარმოდგენილია ჩვენი ასოციაციის წევრი მეფუტკრეების მიერ წარმოებული ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქცია. გარდა ამისა, აქ ნახავთ ასევე ჩურჩხელას, ქართულ ღვინოს“, – განაცხადა  მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ღლონტმა.

ფესტივალზე მისულ ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს თაფლი დააგემოვნოს. ასევე მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დამზადებისა და სარგებლიანობის შესახებ.

ღონისძიება ვაკის პარკში დღის ბოლომდე გაგრძელდება. ფესტივალი საქველმოქმედოა და შესული თანხის ნაწილი წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაირიცხება.