ვახუშტი მენაბდე - ოპოზიციამ მართლმსაჯულების რეფორმის ხუთპუნქტიან გეგმაში ყველა იმ ცუდ იდეას მოუყარა თავი, რაც ამ თემაზე დისკუსიისას მსმენია და კიდევ სხვებიც დაუმატა
ვახუშტი მენაბდე - ოპოზიციამ მართლმსაჯულების რეფორმის ხუთპუნქტიან გეგმაში ყველა იმ ცუდ იდეას მოუყარა თავი, რაც ამ თემაზე დისკუსიისას მსმენია და კიდევ სხვებიც დაუმატა

ვინც გვმართავს, იმათ ხომ აგვაშენეს და ვისაც ჩვენი მართვა უნდა, ისინიც არ გვიპირებენ რამე სანუგეშოს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

„ოპოზიციამ მართლმსაჯულების რეფორმის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა და მასში ყველა იმ ცუდ იდეას მოუყარა თავი, რაც კი ამ თემაზე დისკუსიისას მსმენია და კიდევ სხვებიც დაუმატა.

არც უცხოელი მოსამართლეები, არც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებების ჩვენთვის სავალდებულოდ აღიარება გამოსავალი არ არის, თუ თავად ჩვენში ვერ ვიპოვეთ სამართლიანობის განცდა.

არც საკონსტიტუციოს გაუქმება და ნაფიცი მსაჯულების ხელაღებით შემოყვანა უშველის დანგრეულ სასამართლო სისტემას.

ვინც გვმართავს, იმათ ხომ აგვაშენეს და ვისაც ჩვენი მართვა უნდა, ისინიც არ გვიპირებენ რამე სანუგეშოს“, – წერს ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქზე“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასამართლო რეფორმის თაობაზე დღეს ხუთპუნქტიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი.