ვახტანგ მეგრელიშვილი - ყოფილი პრეზიდენტი რომ იძახის, სიებს ვაკეთებთო, სინამდვილეში ხომ ეს არის დაძაბულობის მთელი კვინტესენცია, როცა ადამიანები ერთმანეთს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჭერით საჯაროდ ემუქრებიან
ვახტანგ მეგრელიშვილი - ყოფილი პრეზიდენტი რომ იძახის, სიებს ვაკეთებთო, სინამდვილეში ხომ ეს არის დაძაბულობის მთელი კვინტესენცია, როცა ადამიანები ერთმანეთს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჭერით საჯაროდ ემუქრებიან

დღეს ორივე მხარე ხელისუფლებისთვის იბრძვის. ერთს არ უნდა, რომ დათმოს ხელისუფლება, ხოლო მეორეს უნდა, ეს ხელსიუფლება აიღოს. გიჟები ხომ არ არიან ერთმანეთს უბრალოდ დაუთმონ, წარმოიდგინეთ, თუ რამე კრიზისი დაგვემართა და ეს სისტემა ამოტრიალდა, ფაქტობრივად, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება „ქართული ოცნება“, რა მდგომარეობაშიც სინამდვილეში არის ახლა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რაიმე შემთხვევითი დიდი შეცდომის გამო პოლიტიკური ვითარება რომ შეიცვალოს, შემდეგი ძალა უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფაქტობრივად უცვლელად გადაიბარებს ზუსტად იგივე სისტემას, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ახალ წრეზე წავლენ“.

„ქართული ოცნება“ დღეს არის სიტუაციაში, როდესაც აბსოლუტურად ყველა სახელისუფლო შტოს სრულად აკონტროლებს. ამაში განსაკუთრებული პრობლემა არის სასამართლო სისტემა, ის უნდობლობა, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართაა და ერთპარტიული პარლამენტი. როცა ამბობენ, ოპოზიციამ რაღაც უნდა დათმოსო, ის ამ ტიპის რამეს ვერ დათმობს, რასაც „ქართულ ოცნებას“ ვთხოვთ, დათმეო, ანუ, მას ვთხოვთ, დათმოს ძალაუფლება რაღაც ფორმით. წარმოვიდგინოთ, ერთია, რომ ძალაუფლება დაათმობინო როგორც გაყალებებული არჩევნების გამო სასჯელი, როგორც თქვენ ამბობთ და, ფაქტობრივად, იგივე ტიპის ძალაუფლება მიიღო შენ, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. მეორეა, მოდი, დავიწყოთ იმ სისტემის დემონტაჟი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კიარა, ნებისმიერ სახელისუფლო პარტიას აქცევს იმ ტიპის მონსტრად, რომელი მონსტრებიც ჩვენ პერმანენტულად გვყავს ხოლმე რაღაცა ორი ვადის ბოლოს. ხელისუფლებები, რომლებიც ფაქტობრივად სრულად არიან შეზრდილები სისტემას. დღეს ხომ „ქართულ ოცნებას“ სრული ძალაუფლება აქვს ყველა მიმართულებით. დღეს ორივე მხარე ხელისუფლებისთვის იბრძვის. ერთს არ უნდა, რომ დათმოს ხელისუფლება, ხოლო მეორეს უნდა, რომ ეს ხელისუფლება აიღოს. გიჟები ხომ არ არიან, ერთმანეთს უბრალოდ დაუთმონ. წარმოიდგინეთ, თუ რამე კრიზისი დაგვემართა და ეს სისტემა ამოტრიალდა, ფაქტობრივად, ზუსტად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება „ქართული ოცნება“, რა მდგომარეობაშიც სინამდვილეში არის ახლა „ნაციონალური მოძრაობა“.

წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რაიმე შემთხვევითი დიდი შეცდომის გამო რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს, შემდეგი ძალა უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გადაიბარებს ზუსტად იგივე სისტემას ფაქტობრივად უცვლელად, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელიც თავის დროზე მას ჰქონდა და ახალ წრეზე წავალთ. ახალ წრეზე წასვლა ნიშნავს ქონების გადანაწილებას, ვიღაცისთვის ციხეს, წინა პრეზიდენტი რომ გამოდის და იძახის, სიებს ვაკეთებთო, იმას ვშვებით, ამას ვშვებითო, სინამდვილეში ხომ ეს არის დაძაბულობის და ესკალაციის მთელი კვინტესენცია, როცა ადამიანები ერთმანეთს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჭერით საჯაროდ ემუქრებიან, ეს ხომ არ გვავიწყდება, ხომ ჩანს ხოლმე ტელევიზებში. შესაბამისად, ხომ გასაგებია, რა საშიშროება ემუქრება „ქართულ ოცნებას“, შეიძლება, დღეს ვერ გრძნობს, საერთოდ არანაირი პრობლემა არ იყოს, შეიძლება, დიდი ხანი არ დაემუქროს ეს საშიშროება, მაგრამ თუ ერთი დაემუქრა, შეიძლება, ისეთი დაემუქროს, როგორიც წინა ხელისუფლებას დაემართა“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.