ვახტანგ მეგრელიშვილი – წინაპირობების გარეშე, მთავრობის გადადგომისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკურ კრიზისში შესვლის გზაა

19:22, 11.07.2021

სამართალდამცველ რადგან სისტემას არ ვენდობით, რჩება ოპოზიციის საპარლამენტო კომისია, სხვა მშვიდობიანი გზა არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„წინაპირობების გარეშე, მთავრობის გადადგომისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკურ კრიზისში შესვლის გზაა.

არაფორმალური მმართველობის დროს, როდესაც უცნობია, ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს ღარიბაშვილის ნაცვლად, კობახიძის დანიშვნა არაფერს შეცვლის. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კაპიტულაციის მოთხოვნის ულტიმატუმად შეაფასებს. ეს ისევ არის გზა პოლარიზაციისა და დაპირისპირებისკენ.

წინაპირობა არის იმის ცოდნა, თუ რა მოხდა 5 ივნისს. გამოსაძიებელია. ამიტომ, რადგან სამართალდამცველ სისტემას არ ვენდობით, რჩება ოპოზიციის საპარლამენტო კომისია. სხვა მშვიდობიანი გზა არ არის. მერე შეიძლება, გადავწყვიტოთ, თუ რა იქნება ადეკვატური პოლიტიკური მოთხოვნა“, – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი „ფეისბუქზე“.

 

მსგავსი