ვახტანგ მეგრელიშვილი - ვხედავთ, რომ პოლიტიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაასრულონ ეს პროცესი, კრიზისის განმუხტვა ამ ხელმოწერებით დაიწყო
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვხედავთ, რომ პოლიტიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაასრულონ ეს პროცესი, კრიზისის განმუხტვა ამ ხელმოწერებით დაიწყო

ჩემი აზრით, ფაქტობრივად სრული სპექტრი მოწადინებული იყო, რომ დაესრულებინა ეს კრიზისი. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაასრულონ ეს პროცესი და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დასრულდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გვერდით კარგი მეგობრები ჰყავს.

„ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ, რამდენად დაინტერესებულნი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამდენი დრო დახარჯეს ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად. ხვალ ბატონი შარლ მიშელი ჩამობრძანდება საქართველოში, რაც სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო ჩვენთვის, რაც აჩვენებს იმას, რამხელა პრობლემა შევქმენით საკუთარი თავისთვისაც და როგორი კარგი მეგობრები გვყავს იმისთვის, რომ ასეთ დროს არ მიგვატოვონ. მე ვფიქრობ, რომ კრიზისის განმუხტვა ამ ხელმოწერებით დოკუმენტზე დაიწყო, ოღონდ ყველაფერი დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გავაგრძელებთ ამ პროცესს. ჩემი აზრით, ფაქტობრივად სრული სპექტრი მოწადინებული იყო, რომ დაესრულებინა ეს კრიზისი. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაასრულონ ეს პროცესი და მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დასრულდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.