ვახტანგ მეგრელიშვილი - ვფიქრობთ, შერიგების მცდელობის ნაბიჯები უნდა გადაიდგას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდანაც
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვფიქრობთ, შერიგების მცდელობის ნაბიჯები უნდა გადაიდგას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდანაც

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაბიჯები, რომელიც აჩვენებს შერიგების მცდელობას, უნდა გადაიდგას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდანაც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, თუ არ გადაწყდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შემდგომი თანაცხოვრების საკითხი, ქვეყანა ვერ გამოვა ამ კრიზისიდან.

„ჩვენ ვთქვით ჩვენი პირობა პარლამენტში შესვლის, ისეთი პირობა, რომელიც ვთვლით, რომ ამ მოლაპარაკების ყველაზე ღირებული ნაწილის მიღების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ყველა, 150-ვე დეპუტატი უნდა იყოს პარლამენტში, რათა მივიღოთ „ქართული ოცნებისგან“ შემხვედრი წინადადება, პროპორციული, უბარიერო არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს შერიგების მცდელობას, უნდა გადაიდგას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდანაც. ჩვენ ამას ხელი ყველანაირად უნდა შევუწყოთ. რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებაზე მუშაობას, არ გვაინტერესებს ისეთ რაღაცაზე მსჯელობა, რასაც „ქართული ოცნება“ თვითონ მოახერხებს ლევან იოსელიანთან ერთად. თუ შეთანხმება არ მოხდა და ოპოზიცია იქ არ არის, ფიზიკურად ვერ მოხდება მუშაობა ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებაზე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.