ვახტანგ მეგრელიშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ეთანხმება ბევრ იმ საკითხს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ეთანხმება ბევრ იმ საკითხს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტში წარმოდგენილ საკითხებს ეთანხმება.

მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა ყველას ამოცანა იყო.

„თავად „ნაციონალური მოძრაობისგან“ უცნაურია ეს გადაწყვეტილება, სინამდვილეში ყველას გვაწყობდა შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ეთანხმება ბევრ იმ საკითხს, რომელიც შეთანხმებაშია. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობდი, რომ გატარებული იქნებოდა, რომ ყველანი შევთანხმებულიყავით ამ დოკუმენტის შინაარსზე, მის სულისკვეთებაზე. ეს აჩვენებდა იმასაც, რომ მართლა გვინდა დავასრულოთ პოლარიზაცია. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ის მუდმივად აღიზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი განცხადებებით თვეების მანძილზე. ხან დაფინანსებას უხსნიდა, ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს პოლარიზაცია შენარჩუნებულიყო“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.