ვახტანგ მეგრელიშვილი - ვერ გავიგე, არ მახსოვს, შეხვედრების დროს როდის ახლოვდებოდა პოზიციები
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვერ გავიგე, არ მახსოვს, შეხვედრების დროს როდის ახლოვდებოდა პოზიციები

ვერ გავიგე. არ მახსოვს, შეხვედრების დროს როდის ახლოვდებოდა პოზიციები, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“  წამყვანის შეკითხვას: „ვერაფერზე თუ ვერ ხდებოდა პოზიციების დაახლოება, მაშინ რატომ კეთდებოდა თავიდან განცხადებები იგივე მედიატორის მხრიდან, რომ გარკვეულ პუნქტებზე პროგრესის ნიშნები იგრძნობოდა, რა იყო ის თემები, რაზეც მეტ-ნაკლებად პოზიციები დაახლოვდა, რის გამოც მედიატორი დარჩა თბილისში. 

„ამ ნაწილს დავტოვებ, როგორც ჩემთვის გაუგებარ ნაწილად. ვერ გავიგე. არ მახსოვს, შეხვედრების დროს როდის ახლოვდებოდა პოზიციები, უბრალოდ არ მახსოვს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არც საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით ახლოვდებოდა პოზიციები, მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ პირიქით, შორდებოდა.

„არ ვიცი. ვერ მოგახსენებთ, მე უბრალოდ ვერ გავიგე. ჩემი აზრით, პირიქით, შორდებოდა, იძაბებოდა თუ რაც ჰქვია“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.