ვახტანგ მეგრელიშვილი - გეგონებათ,  ქვეყანაში სუს-ის პრობლემა არ არსებობდა, იგივე სამსახური იყო წინა ხელისუფლების დროს და ხელისუფლება მართლაც რომ შეიცვალოს, ვიღაც არ შეეცდება, ამ სამსახურს მოაჯდეს?
ვახტანგ მეგრელიშვილი - გეგონებათ,  ქვეყანაში სუს-ის პრობლემა არ არსებობდა, იგივე სამსახური იყო წინა ხელისუფლების დროს და ხელისუფლება მართლაც რომ შეიცვალოს, ვიღაც არ შეეცდება, ამ სამსახურს მოაჯდეს?

ოპოზიციონერი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებით, საქართველოში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, ეკლესია ძალიან ახლოს არის შერწყმული სახელმწიფოსთან და მის ავტორიტეტს თუ რაიმე აზიანებს, ეს არის პოლიტიკასთან სიახლოვე.

ჟურნალისტებთან საუბარში ვახტანგ მეგრელიშვილი სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მისი მოსმენა უნდა მოხდეს.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ არაფერი იცის, სუს-ში რა ხდება.

„ის ჩანაწერები ვიცით, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს უშიშროების სამსახურები აკეთებდნენ, რომელიც კატასტროფული შედეგების მომტანი იყო თავად მაშინდელი ხელისუფლებისთვის. ახლა გავიგეთ, რომ ფაქტობრივად, მუშაობა გაფართოებულია, უფრო დეტალურად მიდის. შეიძლება მორალურად მძიმე ისეთი კადრები არ გვინახავს, როგორიც წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ვხედავთ, რომ უშიშროების სამსახური იგივე საქმით არის დაკავებული, რითიც მანამდე იყო. აქედან გამომდინარე არ მიკვირს, რომ სუს-ის უფროსი ასეთ უცნაურ განცხადებას აკეთებს, მაგრამ თუნდაც ასეთი განცხადებების შემდეგ საზოგადოებას უნდა დაგვაინტერესდეს, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენზე რა ინფორმაციას აგროვებენ.

პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლის თაობაზე „ლელო“-ს ინიციატივას დავეთანხმეთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული სხვა საკითხებზე საუბარია, ვიდრე მსგავსი თემები. შორიდან საუბარი და ბრალდებები სტანდარტული წესია ქართული პოლიტიკოსებისთვის. ამ შემთხვევაშიც ანალოგიური ამბავი ხდება – ლაპარაკის გარეშე ბრალდებების გახმოვანება. გეგონებათ, ეს სამსახური გუშინ გაჩნდა და ქვეყანაში ამ სამსახურის პრობლემა არ იყო. იგივე სამსახური იყო წინა ხელისუფლების დროს და ხელისუფლება მართლაც რომ შეიცვალოს, ვიღაც არ შეეცდება ამ სამსახურს მოაჯდეს?”, – განაცხადა დეპუტატმა.

მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს ეკლესია ქართულ პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული და ეს ფაქტია.

„პოლიტიკური ინტერესების ველში რომ ხვდება როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია, ეს ეჭვს არ იწვევს. ვის შეიძლებოდა, ეკლესიისთვის იმაზე მეტი ზარალი მიეყენებინა, ვიდრე სუს-მა მიაყენა? ფაქტობრივად, მთელი მისი სამუშაო აჩვენა. ალბათ, დისკრედიტაციის მეტი მცდელობა, არ ვიცი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ ყველაზე დიდი ზიანი ეკლესიას მიაყენა თანამშრომლობით, თვალთვალით და კონტროლით”, – დასძინა მეგრელიშვილმა.

დატოვე კომენტარი