ვახტანგ მეგრელიშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს მისცა საშუალება, გუშინ პარლამენტში არ ესაუბრა
ვახტანგ მეგრელიშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს მისცა საშუალება, გუშინ პარლამენტში არ ესაუბრა

სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს მისცა საშუალება, გუშინ პარლამენტში არ ესაუბრა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„სინამდვილეში, ყველაზე მეტი სურვ​ილი, რომ ასეთი მოსმენა არ შემდგარიყო, უნდა ჰქონოდა თავად მთავრობას და გომელაურს. ოპოზიციამ კი, სამწუხაროდ, მისცა საშუალება, ამ ადამიანს არ ესაუბრა პარლამენტში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც.