ვახტანგ მეგრელიშვილი - რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და ამის გარანტირებული ფორმა ამნისტია იყო
ვახტანგ მეგრელიშვილი - რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და ამის გარანტირებული ფორმა ამნისტია იყო

შარლ მიშელის შეთანხმების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ კრიზისი დამოკიდებული არ ყოფილიყო ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და ამის გარანტირებული ფორმა ამნისტია იყო, რომელიც ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას ავტომატურად აძლევდა მისი გადაწყვეტილების მიუხედავად.

„ნიკა მელიასა და „ნაციონალურმა მოძრაობას“ ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღოთ, უარი გამოაცხადეს არა მხოლოდ ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ, ფაქტობრივად ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ იმ ხალხს გვამუნათებს, ვინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული და არანაირი პოლიციელისთვის, სხვა ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა გზა, ეს „ლელოს“ ინიციატივა იქნება თუ სხვა, სინამდვილეში არაფრით არ განსხვავდება უკვე მისთვის შეთავაზებული დახმარების ვერსიებისგან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.