ვახტანგ მეგრელიშვილი - ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის კლოუნადის აპოთეოზი
ვახტანგ მეგრელიშვილი - ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის კლოუნადის აპოთეოზი

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მეგრელიშვილმა „ლელოს“ წევრ საბა ბუაძის კომენტარი შეაფასა, სადაც ბუაძე აღნიშნავს, რომ „გირჩის“ კომენტარებს სერიოზულად ვერ აღიქვამს.

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, რასაც „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, ნორმალურ პოლიტიკასთან შეუთავსებელია.

„საბა ბუაძე მგონია იდიოტი, მართლა. ეს როდესღაც უნდა მეთქვა. ვერ მოვისვენებდი, რომ არ მეთქვა. მოდი, ერთხელ ამ დიდ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ავიღებ. რასაც საბა ბუაძე და „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, შეუთავსებელია ნორმალურ პოლიტიკასთან. ჩემი აზრით, კლოუნადაა. ამ ადამიანის განცხადებებს არასოდეს ჰქონია სერიოზული შინაარსი. მზად ვარ, თუ საჭიროა, თუ მე ვცდები და ეს ასე არ არის, საბასთან დავჯდე, საათობით ვისაუბრო და თუ ეს ასე არ აღმოჩნდა, ბოდიში მოვიხადო. მაგრამ მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა და ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის კლოუნადის აპოთეოზი“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

დატოვე კომენტარი