ვახტანგ მეგრელიშვილი -  პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, როგორც მე შევამჩნიე, ის თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში
ვახტანგ მეგრელიშვილი - პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, როგორც მე შევამჩნიე, ის თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში

პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, თუ როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება. მოვუყევი თუ რას ნიშნავს ჩვენთვის, „გირჩელებისთვის“ ეს გადაწყვეტილება და მგონია, საინტერესო იყო სალომე ზურაბიშვილისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება თავისი შინაარსით კონსტიტუციური ჩარჩოა.

„ვინაიდან არ გვქონდა არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა შეასრულეს ეს როლი. დღეს ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ უმცირესობა, ის ათი პროცენტი დაგვაიგნორა, ამავე დროს არ გაითვალისწინა, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, მე მქონდა შუამავლებთან – ევროკავშირთან და აშშ-სთან. გვკითხა ქალბატონმა სალომემ როგორი დამოკიდებულება გვქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ სრულად განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა, ვიდრე კობახიძის ეს განცხადება იქნებოდა. როგორც მე შევამჩნიე ამ საუბრებში, პრეზიდენტი თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლაა.