ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციამ საიდან უნდა მოიტანოს რიგგარეშე არჩევნებისთვის მორიგი მილიონები ან ჭიჭე ვაშაძე თაკო ჩარკვიანით რომ აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეს სიყალბე უნდა გავიმეოროთ?
ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციამ საიდან უნდა მოიტანოს რიგგარეშე არჩევნებისთვის მორიგი მილიონები ან ჭიჭე ვაშაძე თაკო ჩარკვიანით რომ აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეს სიყალბე უნდა გავიმეოროთ?

ოპოზიციამ საიდან უნდა მოიტანოს რიგგარეშე არჩევნებისთვის მორიგი მილიონები ან ჭიჭე ვაშაძე თაკო ჩარკვიანით რომ აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეს სიყალბე უნდა გავიმეოროთ? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში ოპოზიციას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ სურს.

„სინამდვილეში არავის არ უნდა ეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოიდგინეთ,  ასეთ განადგურებულ ქვეყანაში, სადაც კატასტროფული კრიზისია, მართლა რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ხომ თეთრი არ დაგვიხარჯავს, ჩვენ ხომ ის პარტია ვართ, რომელიც „ფეისბუქით“ აღმოვჩნდით პარლამენტში და ეს დანარჩენი ხალხი, მილიონებს რომ ხარჯავდა, საიდან აქვთ შემდეგი მილიონები დასახარჯად? პრემიერ-მინისტრი რომ უნდა გახდეს ჭიჭე ვაშაძე და თაკო ჩარკვიანით რომ აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ, ანუ ახლიდან უნდა მოვაწყოთ ის კონცერტი, რომელიც გვქონდა? ბოლო პერიოდში საერთოდ რომ აღარ გველაპარაკებოდნენ და საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს ჩვენი შეთანხმებები, რომელიც ერთი წლით ადრე დავიწყეთ, მაგ ოპოზიციას უნდა ახალი არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე? რა ფულით უნდათ? ვინ აძლევთ მაგათ ფულს?“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.