ვახტანგ მეგრელიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ერთად დასხდომა რომ არ მოუწიოთ, ნებისმიერ მიზეზს ეძებენ, ერთ-ერთი მშვენიერი საბაბია დოკუმენტზე ხელის არმოწერა
ვახტანგ მეგრელიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ერთად დასხდომა რომ არ მოუწიოთ, ნებისმიერ მიზეზს ეძებენ, ერთ-ერთი მშვენიერი საბაბია დოკუმენტზე ხელის არმოწერა

„გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმების ბენეფიტით თავად სარგებლობს. მეგრელიშვილი ამბობს, რომ ყველა სტუმარი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, მათ ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, რომ პარტიას დოკუმენტზე მორალურად ხელი აქვს მოწერილი და კარგი იქნება, რომ ეს ოფიციალურადაც გააფორმოს.

„ყველა სტუმარი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, მათ ხელმოწერისკენ მოუწოდებს. შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ ხელს აძლევს კიდეც, რომ დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწეროს და დაძაბული სიტუაცია შეინარჩუნოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ – სხვა „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა გაყიდოს „ნაციონალური მოძრაობის“ ძლევამოსილი ძლევისა? იმისთვის, რომ დაპირისპირება გაგრძელდეს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ერთად დასხდომა არ მოუწიოთ, ნებისმიერ მიზეზს ეძებენ და ერთ-ერთი მშვენიერი საბაბია დოკუმენტზე ხელის არმოწერა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.