ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შარლ მიშელის შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს
ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შარლ მიშელის შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს

ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შარლ მიშელის შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს.

როგორც ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, ოპოზიცია შანსი აქვს, „ქართული ოცნების“ შეცდომა და თავისი სიტყვის გატეხვა გამოიყენოს.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ ცალმხრივად გასვლას ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა უპასუხოს.

„ეს უნდა მოხდეს არა გამწვავებისა და ქუჩაში გავარდნის მიმართულებით, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც დაგვრჩება, თუ ამ შეთანხმების მხარეს დავრჩებით. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებდი, შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს. რამდენადაც ვიცი, არც ერთი ოპოზიციური პარტია რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო თავის ინიციატიცით არ აპირებდა ამ შეთანხმების დარღვევას”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.