ვახტანგ მეგრელიშვილი - მთავარია, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს რაიმე შედეგით, რათა შევძლოთ მომავლის დაგეგმვა
ვახტანგ მეგრელიშვილი - მთავარია, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს რაიმე შედეგით, რათა შევძლოთ მომავლის დაგეგმვა

ზომიერად პესიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ბევრი შანსი არ არის, ყოველ შემთხვევაში იმ განცხადებებზე დაფუძნებით, რასაც დღეს ვისმენდით, მაგრამ მთავარია, რომ პროცესი დასრულდეს რაიმე შედეგით, რათა შევძლოთ მომავლის დაგეგმვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მოლაპარაკების მხარეები კომპრომისისთვის მზად არ არიან.

„ყველაფერზე შეიძლება ოპოზიციაც და ხელისუფლებაც წავიდეს დათმობაზე, მაგრამ ეს ხომ სუბიექტურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ჯერჯერობით არაფერი მეუბნება, რომ დაპირისპირებული ჯგუფები მაგ ჭკუაზე არიან, რომ შეთანხმდნენ და დაასრულონ კრიზისი, რომელშიც ვართ. ხვალ ალბათ ჩვენთან იქნება შეხვედრა, როგორც გაგვაფრთხილეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.