ვახტანგ მეგრელიშვილი - მე რომ მყავდეს დამკვირვებლების ის რაოდენობა, რომელიც ჰყავდათ პარტიებს და მერე ვერ დავამტკიცო, რასაც ვლაპარაკობ, მაშინ უნდა ვიპოვო პარტიის რიგებში მოღალატეები
ვახტანგ მეგრელიშვილი - მე რომ მყავდეს დამკვირვებლების ის რაოდენობა, რომელიც ჰყავდათ პარტიებს და მერე ვერ დავამტკიცო, რასაც ვლაპარაკობ, მაშინ უნდა ვიპოვო პარტიის რიგებში მოღალატეები

ვახტანგ მეგრელიშვილი – მე რომ მყავდეს ჩემი დამკვირვებლების ის რაოდენობა, რომელიც ყავდა პოლიტიკურ პარტიებს, მერე ვერ დავამტკიცო ის, რასაც ვლაპარაკობ, მაშინ უნდა ვიპოვო პარტიის რიგებში მოღალატეები

მე რომ მყავდეს ჩემი დამკვირვებლების ის რაოდენობა, რომელიც მასობრივად ყავდა პოლიტიკურ პარტიებს,  მერე ვერ დავამტკიცო ის, რასაც ვლაპარაკობ, მაშინ უნდა ვიპოვო ჩემი პარტიის რიგებში ადამიანები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ გაყალბებაში იღებდნენ მონაწილეობას, ანუ მოღალატეები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, 11 ათასი ადამიანი მონაწილეობა არჩვენების პროცესში და ამის გამოძიების სურვილი რომ ჰქონდეთ გამოიძიებენ.

„მე რომ მყავდეს ჩემი დამკვირვებლების ის რაოდენობა, რომელიც ყავდა პოლიტიკურ პარტიებს მასობრივად, ამ ქვეყნის საარჩევნო უბნებზე, მერე ვერ დავამტკიცო ის, რასაც ვლაპარაკობ, მაშინ ერთი გამოსავალი მაქვს, მაშინ მე უნდა ვიპოვო ჩემი პარტიის რიგებში ის ადამიანები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ გაყალბებაში იღებდნენ მონაწილეობას, ანუ მოღალატეები არიან ჩემი, ეს ხომ უნდა გამოვიძიო მინიმუმ საკუთარი პარტიის რიგებში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, „გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ 1500-ზე მეტი ოქმი გადაკეთდა და ამ გადაკეთებულს, აქვთ ოპოზიციის ხელმოწერებიც.

„არც ერთ ადამიანზე საჩივარი არ არის შესული, რომ ამ კაცმა გვიღალატა, რაღაცაში ფული აიღო და რაღაცაში მიიღო მონაწილეობა. ერთია მტკიცების მედიასტანდარტი, რომელიც ეჭვის საფუძველზეც შეიძლება ილაპარაკო და მეორე არის სასამართლო სტანდარტი“, – განაცხადა ხვიჩიამ.