ვახტანგ მეგრელიშვილი - მამუკა ხაზარაძე უცნაურად იქცევა და გამოიყურება
ვახტანგ მეგრელიშვილი - მამუკა ხაზარაძე უცნაურად იქცევა და გამოიყურება

ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, მე ვერ მივხვდები, მამუკა ხაზარაძე დღეს რატომ იქცევა ასე, უცნაურად გამოიყურება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

„არ მჯერა, რომ „ლელოს“ რევოლუცია უნდა. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს. მე ვერ მივხვდები, ის რატომ იქცევა ისე. მე ვერ მივხდები, ხაზარაძე დღეს რატომ იქცევა ასე, უცნაურად გამოიყურება.

სულ მიკვირდა, ხაზარაძესთან ხომ დავდიოდით ოფისში ორი თვე, შემდეგ სხვადასხვა ეთერში რომ მივდიოდით, ვიღაც ხალხი დადიოდა, მათ შორის „ლელოდან“, ვინც საერთოდ არ ვიცოდი. ადამიანები მოდიოდნენ, რომლებიც „ლელოს“ წევრები არიან, მაგრამ შეხვედრების მონაწილეები არ იყვნენ და ამაზე საუბრობდნენ ეთერში. არ ვიცოდი, რამდენად იყო საქმის კურსში ეს ხალხი, ვისთანაც უნდა მედებატა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.