ვახტანგ მეგრელიშვილი - კუჭავა არის რბილი ადამიანი და საუბრის პრობლემა არ აქვს
ვახტანგ მეგრელიშვილი - კუჭავა არის რბილი ადამიანი და საუბრის პრობლემა არ აქვს

მე და ჩემი მეგობრები „ქართული ოცნების” პოლიტიკოსებს ფიზიკურად არ ვიცნობთ, მათი მოტივაცია არ ვიცი, რატომ გადადგა არჩილ თალაკვაძე და რატომ ინიშნება კახა კუჭავა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას დადებიტად აფასებს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ორივესთან თანამშრომლობას ვაპირებთ. არ მგონია, რომ კენჭისყრაში ჩვენს მონაწილეობას რაიმე აზრი ჰქონდეს, მე თავს შევიკავებ. ეს არის „ქართული ოცნების” პრეროგატივა და შესაბამისი ხმები აქვთ. კახა კუჭავასთან შეხება მქონდა, როცა ეთერებში ვხვდებოდით და საკმაოდ რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა. „ქართული ოცნება” რასაც საუბრობს, ჩემს ძველ შთაბეჭდილებას ემთხვევა, რომ არის რბილი ადამიანი და ადამიანებთან საუბრის პრობლემა არ აქვს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.