ვახტანგ მეგრელიშვილი - კრისტიან დანიელსონი რადგან დარჩა, სავარაუდოდ შეთანხმების შანსი არსებობს
ვახტანგ მეგრელიშვილი - კრისტიან დანიელსონი რადგან დარჩა, სავარაუდოდ შეთანხმების შანსი არსებობს

პირველ რიგში, ძალიან მაინტერესებს გუშინდელი ამბავი, „ქართული ოცნება“ რატომ გვტოვებს ოპოზიციას ქუჩაში და, რა თქმა უნდა, მაინტერესებს რატომ დარჩა ბატონი დანიელსონი დღეს საქართველოში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.

„მგონია, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. რადგან დანიელსონი დარჩა, სავარაუდოდ შეთანხმების პერსპექტივა, შანსი არსებობს.

ძალიან კარგი დოკუმენტია ჩვენი პარტიის აზრით, რომელიც გუშინ ჩვენ განვიხილეთ. ძალიან გვაინტერესებს, რა მიზეზები არის იმისთვის, რომ ვიღაცამ ამაზე ხელაღებით შეიძლება თქვას უარი, ეს იქნება ხელისუფლება თუ სხვა ვინმე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიცოდეთ. კონკრეტულ საკითხები შეხვედრის შემდეგ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე პარტია „მოქალაქეების“ გარდა იმყოფებიან „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებელის“, „გირჩისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრები.