ვახტანგ მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციას „გირჩის“ ნაბიჯის შეშურდება
ვახტანგ მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციას „გირჩის“ ნაბიჯის შეშურდება

ვფიქრობთ, მაქსიმალურად სწორ ადგილას უნდა ვიყოთ, რომ პროცესს სწორი ადგილიდან შევხვდოთ, დავაკვირდეთ. სწორი ადგილი არის პარლამენტი“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება, მოგიწიოთ პარლამენტის დერეფნებში ყოფნა, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ამის წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია.

„ძალიან რთულია პროგნოზირება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პარლამენტის წევრი გავხდებოდი და ექვსი თვე არ მოვხვდები იმ შენობაში. ახლაც არ მაქვს წარმოდგენა, როგორ განვითარდება მოვლენები იმდენად არაპგნოზირებად გარემოში ვცხოვრობთ, იმდენად აბსურდულია ის კრიზისი, რომელიც ჩვენ ხელოვნურად გვაქვს შექმნილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ, „გირჩი“ არ ვართ პასუხისმგებელი ამ კრიზისზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, პარლამენტში ხომ არ ისარგებლებენ კაბინეტით, მეგრელიშვილმა განაცხადა:

„კი, მინდა, რომ იქ სტუდია მოვაწყო და იქიდან პოდკასტები გავაკეთო, თუ ამის ინტერესი იქნება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კიდევ ერთხ კითხვაზე, ხომ არ შეშურდება ოპოზიციას „გირჩის“ ნაბიჯის, ამაზე მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ასეც მოხდეს.

„იმედი მაქვს, შეშურდება და საბოლოო ჯამში, ამის ფუფუნებას ჩვენ არ მოგვცემენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.