ვახტანგ მეგრელიშვილი - იმედი მაქვს, დღეს შეხვედრა ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები
ვახტანგ მეგრელიშვილი - იმედი მაქვს, დღეს შეხვედრა ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები

ასეთი მკაფიო არასოდეს ყოფილა პოზიციები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები აფიქსირებდნენ და ძალიან მაინტერესებს ჩემი კოლეგების პოზიციები, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დაწყების წინ.

„არ ვიცი, რა იცვლება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დატოვა დენიელსონმა. განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს და სინამდვილეში არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ჩვენი გეგმის შესახებ და ხვალ მაინც მივდიოდით პარლამენტში. იმედი მაქვს, დღეს ეს შეხვედრა ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები. სხვათა შორის, ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მართლა პარლამენტის წევრები არიან, ის 69 ადამიანი ოპოზიციიდან, მათი ხმა მეტად უნდა ისმოდეს​ მედიაში. ვფიქრობ, დასავლელი პარტნიორებიც მიხვდნენ ქართულ კონტექსტს და დაავიწროვეს პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანებამდე. მე ასე აღვიქვი პარტიების ნაცვლად წევრების ხსენება დასავლელი პარტნიორების დღევანდელ განცხადებაში. ეს პერსონალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ვფიქრობ, დღეს ნათლად ჩანს, რომ ამერიკისა და ევროკავშირის პოზიციები იგივეა, რასაც „გირჩი“ ვიმეორებდით ამდენი თვის განმავლობაში. ასეთი მკაფიო არასოდეს ყოფილა პოზიციები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები აფიქსირებდნენ და ძალიან მაინტერესებს ჩემი კოლეგების პოზიციები“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.