ვახტანგ მეგრელიშვილი - იმედი მაქვს, აღარ დარჩა ბარიერი, რომელიც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ხელს შეუშლის, დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს პარლამენტში
ვახტანგ მეგრელიშვილი - იმედი მაქვს, აღარ დარჩა ბარიერი, რომელიც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ხელს შეუშლის, დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს პარლამენტში

იმედი მაქვს, აღარ დარჩა ბარიერი, რომელიც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ხელს შეუშლის, დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად შემოერთებულია.

„ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ნიკა მელიას გუშინწინდელი გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად შემოერთებულია. ის აზრთა სხვადასხვაობაც, რომელიც პარტიაშია, უკავშირდება ამ პარტიის ხისტ პოზიციას და დიდი იმედი მაქვს, ნიკას გამოსვლის შემდეგ, აღარ დარჩა ადამიანური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს პარლამენტში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დატოვე კომენტარი