ვახტანგ მეგრელიშვილი - გუშინდელთან შედარებით აშკარად გაუარესებული დოკუმენტი იყო, ოპოზიციამ ერთ დღეში რა გავაფუჭეთ ისეთი, რომ მივიღეთ უფრო გაუარესებული წინადადება
ყველა საკითხი, რომელზეც ჩვენ აქამდე ვმსჯელობდით, მაგიდაზე იდო და გუშინ ვიხილავდით. დღეს გუშინდელთან შედარებით აშკარად გაუარესებული დოკუმენტი იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, ეს არის ფაქტი, თუმცა სრულფასოვან ინფორმაციას არ ფლობს და მიზეზებზე საუბარიც არ შეუძლია.
„ყველა საკითხი, რომელზეც ჩვენ აქამდე ვმსჯელობდით, მაგიდაზე იდო და გუშინ ვიხილავდით ამ საკითხებს. დღეს ზუსტად იგივე თემები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით ვთქვათ ჩემთვის, გუშინდელთან შედარებით აშკარად გაუარესებული დოკუმენტი იყო, რაც მე მაძლევდა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ოპოზიციამ რა გავაფუჭეთ ერთ დღეში ისეთი, რომ ჩვენ მივიღეთ უფრო გაუარესებული წინადადება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მე არ მაქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, არ შემიძლია, მიზეზებზე ვისუაბრო, მაგრამ ფაქტი ეს არის“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა „დღის კურიერში“.
„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მისთვის მოულოდნელი, მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მაგიდასთან“, თუმცა ფიქრობს, რომ ყველა საკითხზე არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა.