ვახტანგ მეგრელიშვილი - ერთადერთი ვიყავი, ვინც შეხვედრაზე ღიად ვაცხადებდი, მოდი, შევთანხმდეთ, აბა, მეგობრებო, რას ვფიქრობთ, მაგრამ მარტო ვიყავი
ვახტანგ მეგრელიშვილი - ერთადერთი ვიყავი, ვინც შეხვედრაზე ღიად ვაცხადებდი, მოდი, შევთანხმდეთ, აბა, მეგობრებო, რას ვფიქრობთ, მაგრამ მარტო ვიყავი

შეხვედრის დროს, ერთადერთი პარტიის წარმომადგენელი ვიყავი, რომელიც ღიად ვაცხადებდი, მოდი, შევთანხმდეთ, აბა, მეგობრებო, რას ვფიქრობთ, მაგრამ მარტო ვიყავი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი არ გადაწყდა, მომდევნო კვრაში „გირჩი“ აპირებს, რომ ცალკე პროექტი დაიწყოს.

„თუ ეს კრიზისი სხვა გზებით არ გადაწყდა, შემდეგ კვირაში ჩვენ თვითონ ვაპირებთ, რომ ცალკე პროექტი დავიწყოთ. ისეთი პროექტი, რომელიც უბრალოდ ამოვარდნილი იქნება მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებიდან. დეტალებს დაელოდეთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვა ზე: „პირადად რომ შემოგთავაზონ ხელმოწერა, თანახმა იქნებით“, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მათი ხელმოწერა თუ შეთანხმების მიღწევაში დაეხმარებათ, თანახმა იქნებიან.

„ეს თუ უშველის, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ იმიტომ ვიყავით თანახმა ამ ხელმოწერაზე, რომ დავხმარებოდით ჩვენს კოლეგებს, შეთანხმებულიყვნენ. თუ ჩვენი ხელმოწერა ამაში ვინმეს დაეხმარება, ჩათვალეთ, რომ მათ ეს აქვთ. თუ ისინი თვითონ არ შეთანხმდნენ, მოვუწერ თუ არა ხელს, ამას ხომ შინაარსი არ გააჩნია. ვინმეს თუ დაეხმარება, რომ თავისი პასუხისმგებლობა რამენაირად აიღოს, მათ შეუძლიათ ჩათვალონ, რომ „გირჩი“ მათ გვერდით დგას, იქნება „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც აიღებს საკუთარ თავზე პასუხიმგებლობას, მოაწეროს ხელი, პირველმა გადადგას რაღაც ნაბიჯი, მათ ჩვენ დავეხმარებით და შევუერთდებით. მაგრამ ამას „გირჩის“ მხოლოდ ხელმოწერა არ უშველის. დანიელსონმა ჩვენი პოზიცია იცის, რომ ჩვენ გვინდა, დანიელსონმა მიაღწიოს შედეგს. ყოველთვის ეჭვი მქონდა, რომ ჩვენ გამო ამ დოკუმენტს „ქართული ოცნება“ ხელს არ მოაწერდა, რადგან მაგალითად, შალვა პაპუაშვილმა მითხრა, რომ თქვენ სამპროცენტიანი პარტია ხართ და ჩვენ 48-პროცენტიანიო. ამიტომ ჩვენ არ მოგვიწერდნენ ხელს ამ დოკუმენტზე. თუ ჩვენ გამო მოაწერენ, მე მხოლოდ გამიხარდება და ვიამაყებ. ჩვენ წინაშე და ევოკრავშირის წარმომადგენელების წინაშე იქნება „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელი, რომ შეასრულოს ის პუნქტები, რაც იქ წერია. ძალიან ბედნიერი ვიქნები ასეთი შესაძლებლობით, თუ ასეთი აღმოჩნდა, უბრალოდ არ მგონია, რომ ეგრე მოხდეს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.