ვახტანგ მეგრელიშვილი - ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი
ვახტანგ მეგრელიშვილი - ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი

„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება, რა დროსაც დარჩენილ საკითხებს განიხილავენ.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, რომელიც ხვალაც გაგრძელდება. ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც დავასრულებთ. შეთანხმება ნიშნავს ყველაფერზე შეთანხმებას, არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, არამედ ყველაფერზე, შესაბამისად, არ დაგვისრულებია. შეთანხმება არ იქნება, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით. დღეს გავიარეთ ნაწილი, ხვალ დავასრულებთ“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.