ვახტანგ მეგრელიშვილი -  დიდი სურვილი მექნებოდა, იაგო ხვიჩიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაეკავებინა, რაქვიაშვილს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
ვახტანგ მეგრელიშვილი - დიდი სურვილი მექნებოდა, იაგო ხვიჩიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაეკავებინა, რაქვიაშვილს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის

ვახტანგ მეგრელიშვილი –  დიდი სურვილი მექნებოდა, იაგო ხვიჩიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაეკავებინა, რაქვიაშვილს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ განათლების კომიტეტთან ერთად, ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც სურს.

„კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა. დიდი სურვილი მექნებოდა, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვყოფილიყავი, უბრალოდ, ეს შეთანხმება ამის საშუალებას არ იძლევა და  თეორიულად გამორიცხულია. ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, სანდრო რაქვიაშვილს კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ამის ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა. სამწუხაროდ, ისეთი კომიტეტი, რომელიც მაინტერესებს, იმ კომიტეტებში, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს, არ შედის. აქედან გამომდინარე, არ მინდა, მისი თავმჯდომარეობა, თორე, განათლების კომიტეტი იქ რომ შედიოდეს, დიდი სიამოვნებით”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.