ვახტანგ მეგრელიშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ მელიასა და სააკაშვილის შეხვედრა და ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, საღი აზრის გამარჯვებით დასრულდება
ვახტანგ მეგრელიშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ მელიასა და სააკაშვილის შეხვედრა და ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, საღი აზრის გამარჯვებით დასრულდება

ყველასთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და არაბუნებრივად არაფერი მომეჩვენა, ნიკა მელია როგორც იძახის, უნდა, ორწელიწადნახევარის უნახავი პარტიის ლიდერი ნახოს, მით უმეტეს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს მალე შეუერთდება.

„მეორეს მხრივ, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ თავად ეს შეხვედრა იქნება თუ ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, საღი აზრის გამარჯვებით დასრულდება და ყველა ჩვენი კოლეგა შემოგვიერთდება რაც შეიძლება სწრაფად. ჩემი წარმოდგენისგან იმდენად განსხვავებულად იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ მე მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ისინი მიიღებენ ჩემთვის სასურველ გადაწყვეტილებას, რაც მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. ახლა ისეთი მომენტია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ნიკა მელიაზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც პასუხისმგებლობა მართლა უნდა აიღონ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.