ვახტანგ მეგრელიშვილი - დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა სხდომათა დარბაზში, რამე სისულელეს თუ ვიტყვი, კოლეგებო, არ დამცინოთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა სხდომათა დარბაზში, რამე სისულელეს თუ ვიტყვი, კოლეგებო, არ დამცინოთ

დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა სხდომათა დარბაზში, რამე სისულელეს თუ ვიტყვი, კოლეგებო, არ დამცინოთ, – ამ სიტყვებით „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა.

მან პარლამენტის შესასვლელთან არსებულ რკინის ჯებირზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის გამო ყოველ დღე ციხეში შესვლის განცდა აქვს.

„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და რამე სისულელეს თუ ვიტყვი, კოლეგებო, არ დამცინოთ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა, რადგან პირველი გამოსვლაა. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე იმიტომ, რომ ყველა საკითხს შეეხეთ ფაქტობრივად და გადავწყვიტე, რაც მართლა ძალიან მაწუხებს, ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე. ყოველ დილას რომ უყურებ, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. მე არ მინდა ყოველ დილას ციხეში შესვლა. ამის გამო თქვენთან დავიწყე კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოგწონთ და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.