ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენი საარჩევნო კამპანია არასტანდარტულია, კარდაკარის ნაცვლად გვაქვს ზუმდაზუმი
ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენი საარჩევნო კამპანია არასტანდარტულია, კარდაკარის ნაცვლად გვაქვს ზუმდაზუმი

არ ვიცი ეს დამთხვევაა, თუ რა არის, მაგრამ ჩვენი საარჩევნო კამპანია არასტანდარტულია და არასტანდარტულობა მდგომარეობა იმაში, რომ კარდაკარის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს ზუმდაზუმი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ ვირტუალურად არჩევს კანდიდატებს მთელ საქართველოში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიწევს ისეთი კამპანიის ჩატარება, რომ ვიაროთ ქუჩა-ქუჩა, ადამიანებს ვეხვიოთ და ასე შემდეგ, რაც არის ტრადიციული ქართული წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ახლა ამ კორონაეპიდემიის დროს მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება. შესაბამისად, ჩვენ ამის გაკეთებას ისედაც არ ვაპირებდით, მაგრამ სწორად დაემთხვა, რომ ჩვენი კამპანია ზუსტად ჯდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

დატოვე კომენტარი