ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენ მაინცდამაინც არ გვჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და დაბრუნდება ქვეყანაში
ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენ მაინცდამაინც არ გვჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და დაბრუნდება ქვეყანაში

ჩემი აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის ეპოპეა კვლავ არის „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე სასარგებლო, რაც კი შეიძლება, მოხდეს ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და დაბრუნდება ქვეყანაში.

„ჩემი აზრით, სააკაშვილის ეს ჩამოსვლა-არჩამოსვლის ეპოპეა კვლავ არის „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე სასარგებლო, რაც კი შეიძლება, მოხდეს ამ არჩევნებზე. როგორ დაამობილიზოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე ის ამომრჩეველი, რომელიც მისი ქმედებების გამო არის განაწყენებული და გამოჩნდა ბუა, რომელიც კვლავ მოიყვანს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს არჩევნებზე. ჩვენ მაინცდამაინც არ გვჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და დაბრუნდება ქვეყანაში, ამიტომ ვთავაზობთ ამ მანქანას, რომ გავათამაშებთ, ის ადამიანი, ვინც მოიგებს, გვათხოვოს ერთხელ, მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად. მაგრამ ზუსტადაც რომ არ მგონია, მოგვიწიოს დახვედრა და პრობლემაც მაგაშია. 17-ჯერ რომ არ ენდობი საკუთარ პრეზიდენტს და მეთვრამეტედ რომ გაქვს ეს ქეისი, ეს არის პოლიტიკის მიმართ მოქალაქეების ნდობის დაკარგვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.