ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩემი აზრით, მიშელის შეთანხმების შესრულება ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩემი აზრით, მიშელის შეთანხმების შესრულება ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დღევანდელ შეხვედრაზე მათი საუბრის მთავარი თემა შეთანხმების შესრულება იქნება.

მეგრელიშვილის შეფასებით, შეთანხმების დოკუმენტის შესრულება ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს.

„ მიშელის სახელის დოკუმენტის შესრულება იქნება ჩვენი მთავარი თემა და ძალიან მაინტერესებს, როგორი წარმოდგენის არის ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩემი აზრით, ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს შეთანხმების დოკუმენტის შესრულება, მთელი თამაში მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთს დავაბრალოთ ეს დარღვევები“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.