ვახტანგ მეგრელიშვილი - ბევრ რამეს გავაკეთებ, რათა ადამიანური ურთიერთობა დავამყარო „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, ყავაზე დავპატიჟებ, მწვადს შევწვავთ, ფეხბურთის მატჩზე წავალთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - ბევრ რამეს გავაკეთებ, რათა ადამიანური ურთიერთობა დავამყარო „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, ყავაზე დავპატიჟებ, მწვადს შევწვავთ, ფეხბურთის მატჩზე წავალთ

ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანური ურთიერთობა დავამყარო „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან. ყავაზე დავპატიჟებ, მწვადს შევწვავთ, ფეხბურთის მატჩზე წავალთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მეგრელიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ აპირებს „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან კომუნიკაციას და მათ დარწმუნებას, რომ საჭიროა „გირჩის“ გეგმის განხორციელება.

„სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად. რა ვიცი, მათ ბავშვებს გავიცნობ. ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანური ურთიერთობა დავამყარო. ძალიან უცნაურად წარმოგიდგენიათ პარლამენტარების საქმიანობა. 21 წლის წინ ვმუშაობდი აქ პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში. არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად. რა ვიცი, შეიძლება, შევარდნაძის დრო იყო“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.