ვახტანგ მეგრელიშვილი - უნდა მოვიფიქროთ ვერსია, რის შემდეგაც შევძლებთ 20 ივნისის მოვლენების დავიწყებას და ახალ ეტაპზე გადასვლას
ვახტანგ მეგრელიშვილი - უნდა მოვიფიქროთ ვერსია, რის შემდეგაც შევძლებთ 20 ივნისის მოვლენების დავიწყებას და ახალ ეტაპზე გადასვლას

ამნისტიის კანონში ტექნიკურ საკითხებზე უფრო მნიშვნელოვანი არის შინაარსი, რა დევს ამ კანონში, ამ შინაარსის შესახებ წერია იმ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს დაპირისპირების დასასრული, როგორც იქნება გაფორმებული, ეს არის ზუსტად პარლამენტში სამსჯელო.

„სინამდვილეში დაპირისპირებიდან და პოლარიზაციის თანამშრომლობის რეჟიმზე გადასვლა, ნიშნავს, რომ პარლამენტარები ნებას იბოძებენ, საკუთარ აზრს გამოთქვამენ დაპირისპირების გაჩერების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვნილება იყო 20 ივნისის მოვლენები, რომელის შეფასებაც საზოგადოებაში არის რადიკალურად განსხვავებული. ჩვენ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ, აღვიდგინოთ მეხსიერებაში ის მოვლენა, რომელიც გადავიტანეთ და მოვიფიქროთ ისეთი ვერსია, რა ვერსიის შემდეგაც შევძლებთ ამ მოვლენების დავიწყებას და ახალ ეტაპზე გადასვლას. ამ პროცესში გამოვლინდება, მზად ვართ თუ არა ვაპატიოთ ადამიანებს, ვინც მიგვაჩნია, რომ იმ კონკრეტულ დღეს იყვნენ დამნაშავე. ზოგს შეიძლება ეს მიაჩნდეს ერთი მხარე, ზოგს შეიძლება მიაჩნდეს მეორე მხარე. საჭიროა ისეთი მგრძნობიარე თემებისთვის თვალის გასწორება, როგორიც არის მაკო გომური, მისი ტრაგედია მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს ტრაგედია დაემართათ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ არაფერშუაში კონკრეტულად იმ დღის პოლიტიკურ დაპირისპირებასთან. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გომურის მაგალითი არის იმისთვის, როგორ ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები სხვა ადამიანების ემოციასა და ზიზღს ერთმანეთის მიმართ, როცა გავიაზრებთ ჩვენ ამ მოვლენას, მერე შეიძლება მივიდეთ როგორი იყოს ამნისტიის კანონპროექტი მუხლების დონეზე და შესაბამისად, ვის უნდა შეეხოს ის“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.