ვახტანგ მეგრელიშვილი - ადამიანი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების პონტში რუსეთიდან ფულს იღებს,  როგორ უნდა ამბობდეს, რომ სადღაც ლაპარაკში ჩვენი მონაწილეობა არ შეიძლება
ვახტანგ მეგრელიშვილი - ადამიანი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების პონტში რუსეთიდან ფულს იღებს, როგორ უნდა ამბობდეს, რომ სადღაც ლაპარაკში ჩვენი მონაწილეობა არ შეიძლება

ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების პონტში რუსეთიდან ფულს იღებს, როგორ უნდა ამბობდეს, რომ სადღაც ლაპარაკში ჩვენი მონაწილეობა არ შეიძლება – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას პერსპექტივა არ ექნება.

„გუშინ მოვისმინე ელენე ხოშტარიასგან, რომელიც სამეულის ერთ-ერთი წევრია, თურმე იმ დებატების დროს, რომელიც უნდა გაიმართოს ოპოზიციას შორის, წითელი ხაზი გაავლეს „გირჩზე“. ეს ხალხი ძალიან უცნაური ხალხია. არ მჯერა, რომ რაიმე პერსპექტივა ექნება მათ გაერთიანებას. „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენო, ასე ბრძანა ქალბატონმა ელენემ, რუსებთანო და ჩვენ პროდასავლური ვართო. აი, ეს ძალიან გამაოგნებელია. საკუთარ თავთან დაკავშირებით არც კი იწუხებენ თავს, რამე განმარტება გააკეთონ. მე ამაზე მართლა არასოდეს მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ რადგან თვითონ გადმოვიდნენ თავდასხმაზე, ვიტყვი –  ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების პონტში რუსეთიდან ფულს იღებს, ჩვენზე როგორ უნდა ამბობდეს, რომ სადღაც ლაპარაკში არ შეიძლება ჩვენი მონაწილეობა. ზურაბ ჯაფარიძეც ანალოგიური დამოკიდებულებით გახლავთ. ჩვენ სულ გარიყულები ვართ. შვიდი წელია, ვარსებობთ და ტელეკომაპნია ,,მთავარში” არ ვყოფილვართ. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ცენზურაც კი არსებობს ჩვენთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ, ეს ხალხი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, რას იზამენ. რომ მოვიდნენ, მაშინაც ასე უნდა მოიქცნენ?“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.