ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში „გირჩის“ წევრები პარლამენტარის ხელფასს არ აიღებენ
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში „გირჩის“ წევრები დეპუტატის ხელფასს არ აიღებენ.
ამის შესახებ მან „პოსტივის“ ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აიღებენ თუ არა, „გირჩის“ წევრები დეპუტატის ხელფასს.
მეგრელიშვილის თქმით, „გირჩის“ პოზიცია იყო, რომ „არასოდეს გაეკარებოდნენ ბიუჯეტს ფულს, პარლამენტარის ხელფასსც კი“.
„ჩვენი ბოიკოტი რას ნიშნავს და ჩვენი პარტნიორების, რომ შეადაროთ, სინამდვილეში, ჩვენ არ ვაპირებდით არც პარტიული დაფინანსების აღებას, იმიტომ კი არა, რომ რაღაცას ვცნობდით თუ არ ვცნობდით, უბრალოდ არ ვაპირებდით პარტიული დაფინანსების აღებას. ვიდრე ზურა წავიდოდა შიგნით მაშინაც იყო დისკუსია, ხელფასი უნდა აეღოთ თუ არა „გირჩიდან“ გასულ პარლამენტარს პარლამენტიდან. ახლა ეს საკითხიც აღარ დგას“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.