ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს
ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს

ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს და საარჩევნო რეფორმა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელმაც არჩევნების მიმართ უნდობლობა უნდა დაასრულოს.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა, რომელსაც მაინცდამაინც არ ვეთანხმებით და არც ბედნიერები ვართ ამის გამო, ვინაიდან ამ თემაზე შემდგარია პოლიტიკური მხარეების კონსენსუსი, ჩვენი გარკვეული პრეტენზიების მიუხედავად, ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.