ვახტანგ მეგრელიშვილი -  5 ივლისის მოვლენები პარლამენტს უნდა გამოეძიებინა, პროცესი პოლიტიკურ კრიზისში თუ გადაიზრდება, შესაძლოა, ორ თვეში თვითმმართველობის არჩევნები ვერ ჩავატაროთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - 5 ივლისის მოვლენები პარლამენტს უნდა გამოეძიებინა, პროცესი პოლიტიკურ კრიზისში თუ გადაიზრდება, შესაძლოა, ორ თვეში თვითმმართველობის არჩევნები ვერ ჩავატაროთ

„გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ 5 ივლისის მოვლენების გამოძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გაგრძელდება.

მისივე თქმით, პროცესი  პოლიტიკურ კრიზისში თუ გადაიზრდება, შესაძლოა, ორ თვეში თვითმმართველობის არჩევნები ვერ ჩაატარონ.

„ვინ არის დამნაშავე, ამაზე სათანადო პროცესი უნდა იყოს წარმართული. იმედი არ მაქვს, რომ პროცესი მედიასა და სასამართლოში წარიმართება, ამიტომ, ეს „ქეისი“ პარლამენტს უნდა გამოეძიებინა. პროცესი პოლიტიკურ კრიზისში თუ გადაიზრდება, შეიძლება, ორ თვეში თვითმმართველობის არჩევნები ვერ ჩავატაროთ. უფრო მნიშვნელოვანი მგონია არჩევნების ჩატარება და არჩევნებამდე ისე მისვლა, რომ ახლიდან არ დავიწყოთ მიტინგომანია და იმის ძახილი, ვინ უნდა დავიჭირო. თუ ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ 5 ივლისი ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, მაშინ ხმებსაც ვერ მიიღებს შესაბამისი რაოდენობით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.