ვახტანგ კეკელია - ევროპის ჩემპიონატს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ [ვიდეო] #TVSPORT
ვახტანგ კეკელია - ევროპის ჩემპიონატს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ [ვიდეო] #TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მოთამაშე ვახო კეკელიამ რუმინეთთან ჩატარებულ ორ ამხანაგურ შეხვედრაზე (4:1, 4:4) კომენტარი გააკეთა.

„რუმინეთი ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა, წინა წლის პლეი ოფიდან გამომდინარე და მოხარული ვარ, რომ ამ ორ შეხვედრაში დადებითი შედეგი დავაფიქსირეთ“, – ამბობს ვახტანგ კეკელია.

ნაკრების ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ უახლოეს პერიოდში დაგეგმილი საკონტროლო შეხვედრების ამოცანაზეც ილაპარაკა: 

„ეს მატჩები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია. უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ამხანაგური მატჩი იგეგმება. ეს იმისთვის კეთდება, რომ ევროპის ჩემპიონატს კარგად მომზადებულები შევხვდეთ“.

ვახტანგ კეკელია „სიპარიში“ (ტაჯიკეთი) თამაშობს. მან რუმინეთთან პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში (4:1) დიდი როლი ითამაშა.

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს. ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანს (22 იანვარს), ბოსნია-ჰერცეგოვინას (26 იანვარს) ესპანეთს (29 იანვარს), დაუპირისპირდება. D ჯგუფის მატჩები ქალაქ გრონინგენში ჩატარდება.