ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

13 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.