ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბრიტანელი ხალხის წინაშე, მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. 70-წლიანი მმართველობის განმავლობაში, მისი უდიდებულესობა განსაკუთრებული ღირსებითა და თავდადებით ემსახურა გაერთიანებულ სამეფოს. დედოფალმა ელისაბედ II-მ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში და მისი ხსოვნა მარადიული იქნება“, – წერს ვახტანგ გომელაური.