ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა
ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბუტა ანთაძის ოჯახმა თავაწეულებმა, ამაყად უნდა იაროს, რადგან გარდაცვლილი სამართალდამცველი იყო გმირი და ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას შეეწირა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს ბინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი „მამაცობისთვის“ გადასცა.

​მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ქობულეთში დაიღუპა.